პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით „ქართულ ოცნებას“ ეხმარება
პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით „ქართულ ოცნებას“ ეხმარება

სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

„მესმის, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს. ვინ როდის და სად ჩამოვა იმ ადამიანის გადასაწყვეტია, ამაზე ვერავინ ვერაფერს ვიტყვით. მაგრამ, თუ მკითხავთ, არჩევნების წინ მისი ჩამოსვლა რამდენად სწორი დროა სტრატეგიულად და ტაქტიკურად, არასწორად მიმაჩნია ამ განცხადების გაკეთება, რადგან მილიონ 100 ათასი ადამიანია ქვეყანაში, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ცვლილებას, ხოლო მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად ქვეყანაში დაბრუნებას მხარი დაუჭირა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა.

რატომ ვაკეთებთ ჩამოსვლაზე რეფერენდუმს, ჩემთვის გაუგებარია. სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით ეხმარება „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს, შიშის ინსტინქტები წამოწიოს საზოგადოებაში და დააფრთხონ ადამიანები, ვინც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აპირებენ ხმის მიცემას“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დატოვე კომენტარი