პაატა გურასპაული - ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ბოლო წლებში საქართველოში კალათბურთის დონე გაიზარდა #1TVSPORT
პაატა გურასპაული - ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ბოლო წლებში საქართველოში კალათბურთის დონე გაიზარდა #1TVSPORT

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა საქართველოს თასის ფინალური შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი, რომელშიც „ქუთაისმა“ „ოლიმპი“ ბოლო წამზე ჟოელ ალმეიდას ზუსტი სროლით 83:81 დაამარცხა.

„მართლაც სასიხარულოა ის ხარისხი, რაც დღეს ორივე გუნდმა აჩვენა. მინდა „ქუთაისს“ ეს დამსახურებული გამარჯვება მივულოცო. მაგრამ არანაკლებ მინდა შევაქო „ოლიმპის“ კალათბურთელები, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. თასს ღირსეული მფლობელი ჰყავს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან პაატა გურასპაულმა.

 

 

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყურადღება თამაშის ხარისხზე გაამახვილა.

„საქართველოში ადრეც გამართულა ისეთი პრინციპული მატჩები, რომლის ბედიც ბოლო წამზე გადაწყვეტილა. მე ყველაზე მეტად მახარებს არა დაძაბულობა, არამედ თამაშის ხარისხი, რომელიც მართლაც გაუმჯობესებულია. დარბაზში მყოფმა კალათბურთის ყველა სპეციალისტმა ყურადღება უპირველესად ამას მიაქცია. გაუმჯობესებული თამაშის კლასი წლიდან წლამდე იგრძნობა და მოხარული ვარ, რომ ასე ვითარდება კალათბურთი. იმედია, ამ გუნდებს სხვები შეემატება და წლის დარჩენილ შეხვედრებს ასეთივე მაღალ დონეზე ჩაატარებენ“.