პაატა გურასპაული - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები არ არის უბრალოდ გუნდი, ეს არის ერთი ოჯახი (ვიდეო)
პაატა გურასპაული - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები არ არის უბრალოდ გუნდი, ეს არის ერთი ოჯახი (ვიდეო)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფინეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი გამართა. ორივეში გაიმარჯვა – ფინეთს 91:85 აჯობა, შვეიცარიას – 91:84.

საქართველოში დაბრუნებული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გადაცემა „ტაიმაუტს“ ეწვია და არაერთ საინტერესო საკითხს შეეხო. მან გუნდის ატმოსფეროზეც ილაპარაკა:

„მინდა ყველამ იცოდეს, როგორი ატმოსფერო სუფევს საქართველოს ნაკრებში. ეს არ არის გუნდი, ეს არის ერთი ოჯახი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ღირსება ღორსეულად დაიცვას და თითოეულმა კალათბურთელმა თავაწეულმა იაროს.

ნეტავ გენახათ, თამაშის შემდეგ რა სიტუაცია იყო: ყველანი ხელებგადაჭდობილები ვიყავით და ვიდრე საქართველოს დავიძახებდით, ჩვენმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თქვა: ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი ვარო. გამახსენდა ერთი, მართლაც ფრთიანი ფრაზა – ერთი ყველასთვს და ყველა ერთისთვის. ასეთი სიტუაციაა გუნდში.

კალათბურთის ფედერაციის ვალდებულებაა, რომ ყველა რგოლი, რომლისგანაც საქართველოს ნაკრები შედგება, ერთ ჯაჭვად აკინძოს. იზრუნოს ამ ჯაჭვის მთლიანობასა და სიმტკიცეზე. სწორედ ეს არის გამარჯვებისა და წარმატების ფორმულა.”