პაატა გურასპაული - საქართველოში ევრობასკეტ 2021 აუცილებლად გაიმართება
პაატა გურასპაული - საქართველოში ევრობასკეტ 2021 აუცილებლად გაიმართება

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად მყოფმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ისაუბრა, თუ როგორ ემზადება ჩვენი ქვეყანა 2021 წლის ევრობასკეტისთვის.

გურასპაულის თქმით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლოს გადაწყდება ახალი საკალათბურთო დარბაზის აშენების ან ძველის განახლების საკითხი.

„სხვა მასპინძელი ქვეყნები ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში არიან ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩვენ კი უფრო მეტი სამუშაო გვექნება, თუმცა ყველაფერს აუცილებლად გავართმევთ თავს“, – განაცხადა გურასპაულმა.

გარდა ამისა, ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, 2020 წელს საქართველო ბ დივიზიონის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება 2021 წლის ევრობასკეტისთვის.

„მთავარი რეპეტიცია იქნება 2020 წელს, ივლისის თვეში, როცა თბილისი უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს 20- წლამედელთა შორის, რომელშიც საქართველოს ექნება შანსი, რომ ითამაშოს წარმატებით და გადავიდეს ა დივიზიონში. ეს ჩვენი მიზანია და მე ვფიქრობ, რომ ამას მივაღწევთ. 22 გუნდი ითამაშებს რვა დღის განმავლობაში და ეს იქნება მაჩვენებელი იმისა, თუ რა შეგვიძლია ამ კუთხით“, – ამბობს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.