პაატა ღუდუშაური უზბეკთის ჩემპიონატის კლუბ „ნასაფში“ ითამაშებს #1TVSPORT

13:35, 02.08.2026

თბილისის „იბერიის“ ყოფილი ფეხბურთელი პაატა ღუდუშაური კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატში, „ნასაფში“ განაგრძობს – ქართველი მოთამაშე კლუბმა ოფიციალურად წარადგინა.

ღუდუშაურის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია „ნასაფის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა:

„ქართველი შემტევი ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური „ნასაფს“ შეუთანხმდა – კონტრაქტის თანახმად, 29 წლის ფეხბურთელი გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება“.

„ნასაფი“ 2024 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ამჟამად კი უზბეკეთის სუპერლიგაში მერვე ადგილზეა.

მსგავსი