პაატა ღუდუშაური - შევეცდებით, ვითრების გამოსწორება ბათუმიდან დავიწყოთ #1TVSPORT
პაატა ღუდუშაური - შევეცდებით, ვითრების გამოსწორება ბათუმიდან დავიწყოთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ თვდამსხმელმა პაატა ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა 28 მარტს ეროვნულ ლიგაში თავისი ყოფილი გუნდის, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე.

„რა თქმა უნდა, სამი თამაშის წაგება კარგი არაა, მით უფრო, იმ ქალაქისთვის, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. მე-8 ადგილზე ვართ, ქუთაისი ამას არ იმსახურებს. ყველაზე მეტად ამაზე ჩვენ, ფეხბურთელები ვწუხვართ.

მდგომარეობა ისევ ჩვენი გამოსასწორებელია. ერთად უნდა დავდგეთ და საქმეს აუცილებლად გამოვასწორებთ. შევეცდებით, რომ ეს ბათუმიდან დავიწყოთ“, – ამბობს პაატა ღუდუშაური.

„ტორპედო“ 4 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-8 ადგილზეა. სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება 28 მარტს მე-5 ტურის მატჩებით განახლდება – ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ბათუმის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.