პაატა ღუდუშაური - პაუზის შემდეგ, ეს შეკრება ძალიან მჭირდებოდა
პაატა ღუდუშაური - პაუზის შემდეგ, ეს შეკრება ძალიან მჭირდებოდა

თურქული შეკრების ბოლო მატჩს გორის „დილა“ 17 თებერვალს, ყაზახური „ტობოლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება და ეროვნული ლიგის პირველი ტურისთვის მოემზადება.

შეხვედრამდე კლუბის მზადებაზე ფლანგის შემტევმა, პაატა ღუდუშაურმა ისაუბრა.

„ხვალ ჩვენს წინააღმდეგ ნამდვილად კარგი გუნდი ითამაშებს. „ტობოლის“ დამარცხება ადვილი არ იქნება, თუმცა, გვსურს შეკრება პოზიტიურად დავასრულოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ“, – ამბობს პაატა ღუდუშაური.

23 წლის შემტევმა შეკრება შეაფასა: „შეკრება გუნდისთვის და პირადად ჩემთვისაც ნაყოფიერი გამოვიდა. ოთხიდან სამი შეხვედრა ვითამაშე, რაც ოპტიმალურ ფორმასთან მიახლოებასა და სეზონის წინ ფორმაში შესასვლელად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პაუზის შემდეგ, ნამდვილად ძალიან მჭირდებოდა“.