„ოვიედოს“ სპორტული დირექტორი - აბურჯანია გუნდს მრავალფეროვნებას შესძენს
„ოვიედოს“ სპორტული დირექტორი - აბურჯანია გუნდს მრავალფეროვნებას შესძენს

„გიორგი აბურჯანია უნივერსალი მოთამაშეა და მჯერა, გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს,“ – ამის შესახებ სეგუნდა დევიზიონისოვიედოში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის წარდგენისას კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრენსესკ არნაუმ განაცხადა.

არნაუმ, რომელიც „ბარსელონას“ (1996–2001) და „მალაგას“ (2001–2011), მეკარე იყო, „ტვენტედან“ ესპანეთში დაბრუნებული 25 წლის ქართველ ნახევარმცველი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელად დაახასიათა.

„გიორგი „ოვიედოს“ თამაშს მრავალფეროვნებას შესძენს, რადგან მას შეუძლია ითამაშოს ნახევარდაცვის სხვადასხვა პოზიციებზე. გიორგის მწვრთნელს დიდ შანსს მისცემს,” – ამბობს ფრენსესკ არნაუ.

„ნახევარმცველი, რომელსაც გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს, აღიარებს, რომ „ოვიედომ“ მომხიბვლელი პროექტი შესთავაზა. პრეზენტაციაზე გიორგი აბურჯანიამ განაცხადა, რომ „ოვიედოში“ „სევილიიდან“ გადასვლა მისი სურვილი იყო,“ – წერია ესპანური კლუბის ვებ-გვერდზე.

„იმ მომენტიდან, როდესაც კლუბის სპორტული დირექტორი ფრენსესკ არნაუ დამიკავშირდა, მივხვდი, რომ სერიოზული ინტერესი იყო. „ოვიედო“ დიდი კლუბია და საინტერესო პროექტი გააჩნია. გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ეს იყო საკვანძო მომენტი,“ – ამბობს გიორგი აბურჯანია.

საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი „სევილიას“ ეკუთვნის. გიორგიმ გასული ორი სეზონი ნიდერლანდურ „ტვენტეში“ იჯარით ითამაშა. იჯარით გადავიდა „ოვიედოშიც“, სადაც ერთი წელი ითამაშებს.