ოთხივე ქართველი სამატჩო განაცხადშია - „ანორთოსისმა“ ფინალისთვის მზადება დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ოთხივე ქართველი სამატჩო განაცხადშია - „ანორთოსისმა“ ფინალისთვის მზადება დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ფინალისთვის მზადება დაასრულა, სადაც ქეცბაიას გუნდი 15 მაისს ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.

თემურ ქეცბაიამ დაასახელა იმ მოთამაშეთა სია, რომლებიც გუნდის საფინალო განაცხადში იქნებიან. ამ სიაში ოთხივე ქართველი მოხვდა – საქართველოს ნაკრების წევრები გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

აღსანიშნავია, რომ „ანორთოსისის“ გულშემატკივრებმა გუნდის ბოლო ვარჯიშის დროს „ანტონის პაპადოპულო არენაზე“ „ოლიმპიაკოსთან“ თასის ფინალის წინ შთამბეჭდავი ატმოსფერო შექმნეს და მოთამაშეებს სიმღერებით ამხნევებდნენ, რომლებიც წლის განმავლობაში ცარიელ სტადიონებზე თამაშობდნენ – „ანორთოსისის“ ფეხბურთელებმა კვლავ იგრძნეს ტრიბუნების პულსი და ამით აღფრთოვანებულმა მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და მენეჯერებმა ტაში თავად დაუკრეს იმ ხალხს, ვინც ტრიბუნაზე მღეროდა.

ბოლოს „ანორთოსისის“ გულშემატკივრებმა ლარნაკაში მსვლელობა მოაწყვეს.

კვიპროსის თასის ფინალი 15 მაისს გაიმართება და თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კვიპროსის ერთ-ერთი მთავარი პრიზისთვის ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება. ფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.