ოთხი ქართველის მოგება გიბრალტარის საჭადრაკო ტურნირზე
ოთხი ქართველის მოგება გიბრალტარის საჭადრაკო ტურნირზე

გიბრალტარში პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირი Gibraltar Chess Festival 2018 ჰქვია დაიწყო. აქ ქალი და მამაკაცი მოჭადრაკეები ერთად თამაშობენ და ძლიერმა შემადგენლობამაც მოიყარა თავი. მაგალითად, აქ თამაშობს სომეხი ვარსკვლავი ლევონ არონიანი, უკრაინელი ვასილი ივანჩუკი და სხვები.

აქვეა ოთხი ქართველი დიდოსტატი – ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია. სასიხარულოა, რომ ოთხივემ შეძლო პირველი ტურში პარტიების მოგება.

ძაგნიძემ, ხოტენაშვილმა და მელიამ შავი ფიგურებით მოუგეს, შესაბამისად, ინგლისელ ჯონათან პეინს, ავსტრიელ ელისაბეტ ჰაპალასა და ნიგერიელ პოლ ობიამივეს. ბაციაშვილმა კი თეთრი ფიგურებით დაამარცხა ინგლისელი დევიდ სპენსერი.

მეორე ტურში ქართველებს გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირება მოუწევთ: ხოტენაშვილი-რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი), მელია-მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ძაგნიძე-პეტერ ლომბაერსი (ჰოლანდია), ჰიზერ რიჩარდსი (ავსტრალია)-ბაციაშვილი.