ოთხი ქართველი ფინალში | ძიუდო
ოთხი ქართველი ფინალში | ძიუდო

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე, ოთხი ქართველი ძიუდოისტი ოქროს მედლისთვის, ხოლო ერთი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების წევრები: 81 კგ. – ვლადიმერ ახალკაცი, 90 კგ. – ლაშა ბექაური, 100 კგ. – ონისე სანებლიძე, +100 კგ. – გურამ თუშიშვილი პირველი, ხოლო 90 კგ. იმედა გოგოლაძე კი მესამე ადგილისთვის იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფინალური ბლოკი 17.00 საათზე დაიწყება.