ბერძნულმა კლუბმა „კავალამ“ ოთხი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა – კლუბში კარიერას შოთა კვერენჩხილაძე, ზურაბ გიგაშვილი, ლაშა კოხრეიძე და სანდრო გაფრინდაშვილი გააგრძელებენ.
21 წლის ზურაბ გიგაშვილი „სამტრედიის“ ცენტრალური მცველია, 26 წლის თავდამსხმელმა ლაშა კოხრეიძემ სეზონი ფოთის „კოლხეთში“ გაატარა, 20 წლის მარცხენა მცველი შოთა კვერენჩხილაძე „დინამო თბილისი 2“-ის წევრია, ხოლო ასევე 20 წლის უნივერსალი სანდრო გაფრინდაშვილი „იბერიაში“ გამოდიოდა.
2024-2025 წლების სეზონიდან „კავალა“ საბერძნეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს. მიმდინარე სეზონში გუნდი 11 ტურის შემდეგ ჩრდილოეთ ზონაში 4 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციაზეა.
„კავალა“ 1965 წელს დაარსებული კლუბია, რომლის მეტსახელია „ლურჯი არგონავტები“.