ოთხი ქართული გოლი ყაზახეთში - ტაბატაძემ დუბლი შეასრულა #1TVSPORT
ოთხი ქართული გოლი ყაზახეთში - ტაბატაძემ დუბლი შეასრულა #1TVSPORT

ოთხი ქართული გოლი გავიდა ყაზახეთში, სადაც ქვეყნის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

ტარაზმა“ შინ 4:2 დაამარცხა „მაკტაარალი“, გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ლუკა გადრანმა შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე გატანილი გოლი მის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ 25 წლის მცველმა ზედიზედ მეორე სათასო მატჩში გაიტანა.

აკჟაიკმა“ შინ „კასპიისკი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა იმნაძე და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სტუმართა შემტევი რატი არდაზიშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის გმირი ბოლნისის „სიონიდან“ ახლახანს გადასული თომა ტაბატაძე გახდა, რომელიც მეორე ტაიმში შევიდა, როდესაც სტუმრები 0:1-ს იგებდნენ და 49-ე და 58-ე წუთებზე გატანილი გოლებით „აკჟაიკი“ წინ გაიყვანა და საბოლოოდ, გამარჯვება მოუტანა.

გოლის გატანა შეძლო გუჯა ლობჯანიძემაც, რომელიც „ყიზილ ჟარაში“ ბათუმის „დინამოდან“ ივლისის დასაწყიში გადავიდა. 30 წლის თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა „ქაისართან“ და 21-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ საბოლოოდ სტუმრებმა მაინც გაიმარჯვეს – 1:2.