ოთხი გოლი ოთხ შეხვედრაში - გიორგი გულიაშვილმა ბოსნიაში ისევ გაიტანა #1TVSPORT
ოთხი გოლი ოთხ შეხვედრაში - გიორგი გულიაშვილმა ბოსნიაში ისევ გაიტანა #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატში შესანიშნავი თამაში ჩაატარა მოსტარის „ველეზის“ შემადგენლობაში, რომელმაც გასვლაზე „ზელეზნიჩარი“ 1:0 დაამარცხა.

ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ლიდერი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 86 წუთი ითამაშა და მატჩის გმირი გახდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მთავარი ამბავი მეორე ნახევარში მოხდა. 67-ე წუთზე გულიაშვილმა მოსტარის „ველეზი“ დააწინაურა და როგორც მერე გაირკვა, ერთადერთი გოლით გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის პრემიერ ლიგაში გამართული 17 ტურის შემდეგ მოსტარის „ველეზმა“ 32 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე გადავიდა და ლიდერ „ბორაცთან“ ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეამცირა.

22 წლის ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში ხუთი გოლია. აღსანიშნავია, რომ მან ბოლო ოთხ მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა.