ოთხი გოლი დავით სხირტლაძისგან - ქართველმა თავდამსხმელმა პოლონეთში გაიბრწყინა [ვიდეო]

დავით სხირტლაძემ პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და გუნდს გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა.

26 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდი გდინიას „არკა“ გასვლაზე „ლოძს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა.

ოთხივე გოლი ქართველის აქტიური მონაწილეობით გავიდა. სხირტლაძემ 21-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 43-ე წუთზე კი, დუბლი შეასრულა. 58-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა წამოიწყო შეტევა, რომელიც მესამე გოლით მიხალ ნალეპამ დაასრულა. 72-ე წუთზე, სხირტლაძემ თანაგუნდელი მაცეი იანკოვსკი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „არკამ“ 4:1 მოიგო. სხირტლაძემ 67-ე წუთზე თავი იმითაც გამოიჩინა, რომ ყვითელი ბარათი მიიღო.

სხირტლაძე „არკაში“ წელს, ზაფხულში გადავიდა და ბელგიაში გადასული ლუკა ზარანდია შეცვალა. 26 წლის თავდამსხმელმა შვიდ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა. ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და პოლონური ლიგის საუკეთესო მეგოლეთა ათეულშია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „არკამ“ მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგო და ორივე ქართველი თავდამსხმელის გოლებით.

დატოვე კომენტარი