ოთხი ბრინჯაო კიევის ტურნირზე - წინ სამი ფინალი გველის
ოთხი ბრინჯაო კიევის ტურნირზე - წინ სამი ფინალი გველის

კიევის საერთაშორისო ტურნირის დასკვნით დღეს როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების 5-5 კომპლექტი თამაშდება. ამ წონების წინასწარი შეხვედრები გუშინ გაიმართა, დღეს კი რეპეშაჟები და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები დასრულდა.

საბოლოოდ ბრინჯაოს მედლისთვის თავისუფალთა ნაკრებიდან ხუთმა ქართველმა იჭიდავა.

გუშინ ნახევარფინალში მსაჯების მიკერძოების გამო დაჩაგრული ზურაბ იაკობაშვილი (70 კგ) დღეს ბელორუს – აზამატ ნურიაკინთან, დაძაბულ ბრძოლაში 12-7 დამარცხდა და ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

კიდევ ერთი ქართველი ვინც ფინალურ ბლოკში მოხვდა და უმედლოდ დარჩა, ასევე ტიტულოვანი – დავით მარსაგიშვილი იყო, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მან ირაკლი მწითურთან წააგო (92კგ). ქართული დაპირისპირება თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მწითურის შემჩნევის შემდეგ მარსაგიშვილი ერთი ქულით დაწინაურდა, მაგრამ ირაკლიმ დარჩენილ დროში უპირატესობა მოიპოვა, საბოლოოდ 4-1 გაიმარჯვა და კვარცხლბეკზე ადგილიც დაიბევა.

მედლისთვის ბრძოლაში დამამშვიდებელი რაუნდიდან ჩაერთო ჯუმბერ ყველაშვილი (79), რომელმაც რეპეშაჟის ნახევარფინალში ირანელი – ომედ ჰასან ტაბარ ჯელოდარი დაამარცხა, შემდეგ კი იაპონელ იაირო იამასაკის 3-1 სძლია და ქართულ მონაგარს მორიგი მედალიც შემატა.

დრამატულ შეხვედრაში ბოლო წამებზე მოახერხა ბრინჯაოს მედლის დაუფლება გიორგი მეშველდიშვილმა (125კგ). ქართველ მძიმეწონოსანი ირანელ – იადოლა მოჰებისთან თავიდან თავიდან 4-0 იგებდა. მაშინ კი როდესაც შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთი რჩებოდა, მეტოქეს ერთი ქულით ჩამორჩა. თუმცა დარჩენილ დროში გიორგიმ სიტუაციის გამოსწორება მოახერხა და საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე მეტოქეს ეფექტური ოთხქულიანი გდება შეუსრულა და 8-5 გაიმარჯვა.

კლასიკოსთაგან ბრინჯაოსთვის დღეს მხოლოდ იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) იჭიდავა. ბექა როყვას გუნდის უმძიმესი წევრი, მასპინძელთა ფალავან – მიკოლა კუჩმისთან 3-0 დაწინაურდა და საბოლოოდ შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა და მედლის აღება აღარ გასჭირვებია 3-1.

დღესვე, ამავე წონების ფინალური შეხვედრები გაიმართება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ოქროს მედლის მოპოვებას ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ)შეეცდებიან. ბერძნულ რომაულ სტილში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად – ლევან ქავჟარაძე (67 კგ) იბრძოლებს.

 

დატოვე კომენტარი