ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ანტისადოპინგო წესების დარღვევა აღიარა
ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ანტისადოპინგო წესების დარღვევა აღიარა

ოთხგზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა, ბრიტანელმა მორბენალმა მოჰამედ ფარამ აღიარა, რომ პრეპარატ „L-კარნიტინს“ იღებდა, მაგრამ ამის შესახებ ანტისადოპინგო ორგანოებს არ შეიტყობინა.

როგორც გაზეთი „გარდიანი“ წერს, ლონდონის 2014 წლის მარათონის წინ, ბრიტანეთის მძლეოსნობის მთავარმა სამედიცინო დირექტორმა რობ ჩაკრავერტიმ ოთხჯერ შეიყვანა ფარას ორგანიზმში „L-კარნიტინი”. ამის შესახებ იცოდა მძლეოსნობის მწვრთნელმა ალბერტ სალასარმა, რომელიც ფარამ 2017 წლის ბოლოს დაითხოვა.

ინექციიდან ექვსი დღის თავზე, ბრიტანელმა არ ჩაწერა „L-კარნიტინი” თავის დოპინგ-კონტროლის ფორმაში. ადრე სპორტსმენმა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს კომისრებთან საუბარში არაერთხელ უარყო პრეპარატის გამოყენების ფაქტი.