2025-26 წლების საკალათბურთო სეზონში პირველი ოფიციალური ტიტული თსუ-მ მოიგო. სტუდენტურმა გუნდმა ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს სუპერთასი „ქუთაისთან“ ბრძოლაში მოიპოვა.
შეხვედრა თბილისში გაიმართა და მეტად სანახაობრივი გამოვიდა: გამარჯვებულის გამოსავლენად სამი ოვერტაიმი გახდა საჭირო, საფინალო ანგარიში კი 113:104 დაფიქსირდა.
„ქუთაისი“ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა პირველი ოვერტაიმის ბოლოს ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა ალექსანდრე ფევაძემ, მთელი მოედანი გადაკვეთა და სირენასთან ერთად გამთანაბრებელი ორქულიანი ჩააგდო. მეორე ოვერტაიმში კი თსუ-მ დამაჯერებლად მოიგო.
ფევაძემ მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა: 20 ქულა, 10 მოხსნა. მისმა თანაგუნდელმა კურვუისიე მაკკოლიმ 25 ქულა ჩააგდო.
„ქუთაისში“ 27 ქულით გიორგი სულაბერიძე გამოირჩა, 16 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა ჯეივონ ოგინიემის.