ოთარ მამაგეიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა​ #1TVSPORT

20:41, 01.11.2026

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-10 ტურში გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტაინ კილი“ „გროიტერ ფიურტს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 79 წუთი ითამაშა.

ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი“ კი ბუნდესლიგის მე-8 ტურში ბერლინში „უნიონს“ დაუპირისპირდა და ქულას დასჯერდა — 1:1. ქართველი მცველი ზედიზედ მეორედ სტუმართა სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.

ავსტრიის ბუნდესლიგაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ — „ვოლფსბერგერმა“ გრაცის „შტურმი“ მიიღო. მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს — 1:1.

მასპინძელთა ნახევარმცველმა, ოთარ მამაგეიშვილმა ტრავმა მოირჩინა და 20 სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა — ის მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. გრაცელებს კი მისი ტყუპისცალი გიზი მამაგეიშვილი და ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო ვერ დაეხმარნენ.

მსგავსი