ოთარ მამაგეიშვილი პორტუგალიიდან ავსტრიაში გადავიდა #1TVSPORT
ოთარ მამაგეიშვილი პორტუგალიიდან ავსტრიაში გადავიდა #1TVSPORT

პორტუგალიური „ფამალიკაოს“ ქართველი ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი „ვოლფსბერგერში“ გადავიდა – სიახლე ავსტრიულმა კლუბმა უკვე დაადასტურა.

„ვოლფსბერგერის“ ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელთან საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. „ფამალიკაოს“ იჯარის დასრულების შემდეგ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

საფეხბურთო კლუბ „იბერიის“ აკადემიის აღზრდილმა პროფესიული კარიერაც თბილისურ გუნდში დაიწყო და ეროვნულ ლიგაში 108 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მამაგეიშვილისთვის უიღბლო გამოდგა პორტუგალიაში გატარებული სეზონ-ნახევარი. სწორედ ამის გამო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბის შეცვლა გადაწყვიტა.