ოთარ მამაგეიშვილი „ფამალიკაოს“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა, უგრეხელიძემ თურქეთში ითამაშა #1TVSORT
ოთარ მამაგეიშვილი „ფამალიკაოს“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა, უგრეხელიძემ თურქეთში ითამაშა #1TVSORT

პორტუგალიის ჩემპიონატში ოთარ მამაგეიშვილიმა პირველად ითამაშა „ფამალიკაოს“ სასტარტო შემადგენლობაში, მისი გუნდი „აროუკას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი 67-ე წუთზე შეცვალეს.

ლატვიის ჩემპიონატში ლაშა ოდიშარიას რფს-მ „მეტას“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. ქართველ შემტევს გუნდში 15 ივლისის შემდეგ არ უთამაშია. ზაფხულში მას ხიხონის სპორტინგშიიჯარით გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. რფს-მ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული „რიგასთან“ ბრძოლაში დათმო.

ჩეხეთის ჩემპიონატში ვახტანგ ჭანტურიშვილისიაბლონეცი“ სტუმრად „სიგმასთან“ 0:2 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. გურამ კაშიას „სლოვანი“ კი სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალში „პიესტანის“ ესტუმრა და იოლად სძლია 5:0. კაშიას არ უთამაშია.

ნიკოლოზ უგრეხელიძემ ტრავმის გამო ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი და და თურქეთის სუპერლიგის საწყისი ტურის თამაშები გამოტოვა, მაგრამ ახლა 22 წლის მცველმა ზედიზედ მეორედ ითამაშა „ქარაგიუმრუქის“ შემადგენლობაში, რომელიც შინ „გაზიანთებთან“ 0:2 დამარცხდა.