ოთარ კიტეიშვილმა „ზალცბურგთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი მთავარი გმირი იყო გრაცის „შტურმის“ რიგებში, რომელმაც ავსტრიული ფეხბურთის ბოლო წლების საუკეთესო გუნდი – „ზალცბურგი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა.
გრაცელები თამაშს აგებდნენ, თუმცა ქართველმა ნახევარმცველმა 48-ე წუთზე პენალტით წონასწორობა აღადგინა. „შტურმი“ 63-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, შვიდ წუთში კი კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და სტუმრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ავსტრიის ბუნდესლიგის 25 ტურის შემდეგ „შტურმმა“ 30 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, ხოლო კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.