ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა
ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა. საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველის გუნდმა „ტიროლს“ უმასპინძლა და მისი დამსახურებაა, რომ 2:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში კიტეიშვილი მთავარი მოქმედი იყო. ქართველი ლეგიონერი გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. კიტეიშილმა 39-ე წუთზე საგოლე გადაცემა გაუკეთა შტეფან ჰერლანდერს, რომელმაც ანგარიში გახსნა, ხოლო 58-ე წუთზე თავად გაიტანა.

ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშეა და ახალ სეზონში ხუთი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მიმდინარე ჩემპიონატში გოლით თავი პირველად გამოიჩინა. გრაცელებმა ცხრა ქულა დააგროვეს და ავსტრიის ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილზე არიან.