ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT
გრაცის „შტურმი“ ვენაში „აუსტრიას“ ესტუმრა და ოთარ კიტეიშვილის შესანიშნავი თამაშის წყალობით 5:2 გაიმარჯვა.
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ექვსეულის მატჩში გიზი მამაგეიშვილი თავდაპირველად სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა კი შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 72-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი დუბლი შეასრულა.
კიტეიშვილმა 45+1-ე წუთზე „შტურმი“ დააწინაურა, 55-ე წუთზე კი „აუსტრიას“ კარი პენალტიდან აიღო. საბოლოოდ, 9,4 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში უკვე 12 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
23 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ 22 ქულით ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერია და ლასკ-ს 3 ქულით ასწრებს.