ოთარ კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა და თავის გუნდში საუკეთესო იყო - „შტურმი“ „ლილთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა და თავის გუნდში საუკეთესო იყო - „შტურმი“ „ლილთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ გრაცის „შტრუმისთვის“ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და „ლილთან“ 2:3 დამარცხდა.

ქართველი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში გუნდის კაპიტანი იყო, 90 წუთი ითამაშა, გოლი გაიტანა და თავის გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7.2.

„ლილმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 37-ე წუთზე ანაგრიში საჰრაუიმ გახსნა, ხოლო 45+2-ეზე ფრანგების უპირატესობა ბაკერმა გაზარდა.

გრაცის „შტურმმა“ სხვაობა შესვენებამდე (45+4) შეამცირა. ოთარ კიტეიშვილამ ბურთი საჯარიმოში მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მცველი და მეკარე ეფარებოდა, ძლიერი დარტყმით მაინც გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში (47) კი ბირითმა წონასწორობა აღადგინა.

81-ე წუთზე „ლილმა“ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 6 ტურის შემდეგ „შტურმმა“ 3 ქულით პლეი ოფში თამაშის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა.

გურამ კაშიას „სლოვანი“ ასევე გასვლაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 1:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. სლოვაკეთის ჩემპიონს ჯერ ქულაც არ მოუპოვებია და პლეი ოფში თამაშის შანსი აღარ აქვს.