ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში კონკურენტ „ლასკს“ ესტუმრა და ქულას დასჯერდა – 1:1.
გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში კიტეიშვილი იყო და შეუცვლელად ითამაშა, მამაგეიშვილი კი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა. ანგარიში მე-10 წუთზე სწორედ კიტეიშვილმა გახსნა – ქართველმა ნახევარმცველმა სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა.
გრაცელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 68-ე წუთზე საბოლოო ანგარიში საშა კალაჯძიჩმა დააფიქსირა.
27-ე ტურის შემდეგ „შტურმი“ 28 ქულით ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის ლიდერია და „ლასკთან“ (26) უპირატესობას ინარჩუნებს.
გრაცის „შტურმის“ ქართველ ლიდერს 24 მატჩში უკვე 13 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა.