ოთარ კიტეიშვილმა ახალი სეზონი გოლით გახსნა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა ახალი სეზონი გოლით გახსნა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, ხოლო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა და გუნდს რეგიონული ლიგის კლუბის, „გლაისდორფის“ დამარცხებაში (6:0) დაეხმარა.

„ფაიფერ რეალ არენაზე“ გამართულ პირველ საკონტროლო შეხვედრაში კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა.

გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა მეორე ტაიმში სრული როტაცია განახორციელა და გუნდი შეცვლილი შემადგენლობით ათამაშა.

„შტურმი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 5 ივლისს სლოვენიურ „მურასთან“ გამართავს, 9 ივლისს – ჩეხურ „მლადა ბოლესლავთან“, ხოლო 19-ში ავსტრიულ „ვოიცბერგს“ დაუპირისპირდება.

გრაცელები ოფიციალურად შეხვედრებს 25 ივლისს დაიწყებენ, პირველ შეხვედრას ავსტრიის თასზე ჩაატარებენ. ბუნდესლიგის პირველ ტურში კი პირველ აგვისტოს „ლასკს“ ესტუმრებიან.