ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ შეკრებაზე „გრასჰოპერსთან“ წააგო #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ მოსამზადებელ ეტაპზე შვეიცარიულ „გრასჰოპერსს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა „შტურმი“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე „გრასჰოპერსის“ ნახევარმცველმა, იოტო მორანდიმ გაიტანა.
გრაცელები შემდეგ საკონტროლო შეხვედრას 17 იანვარს ხორვატულ „რიეკასთან“ გამართავენ, შემდეგ კი სეზონს ჩემოპიონთა ლიგის ორი მატჩით განაახლებენ – 21 იანვარს იტალიაში „ატალანტას“ ესტუმრებიან, ხოლო 30 იანვარსა შინ „ლაიფციგს“ მიიღებენ.
ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონი 7 თებერვალს განახლდება.