ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT

გრაცის „შტურმმა“, სადაც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში „ბოდო გლიმტს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ნორვეგიაში გამართული პირველი მატჩი „ბოდო გლიმტმა“ 5:0 მოიგო. საპასუხო მატჩში ანგარიში ისევ ნორვეგიელებმა გახსნეს – მე-15 წუთზე სტუმრები იორგენსენმა დააწინაურა. ავსტრიელებმა წონასწორობა 30-ე წუთზე აღდგენეს, რაშიც მთავარი როლი კიტეიშვილმა ითამაშა – მისი გადაცემით კარის წინ ჰორვატი დარჩა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა, დამატებაზე კი იატამ გაიტანა. საბოლოო ანგარიში 73-ე წუთზე ოერმანმა დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი 58-ე წუთზე შეცვალეს.

გრაცის „შტურმი“ ორი მატჩის ჯამში 2:6 (0:5, 2:1) დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ გამოსვლას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.