ოთარ კიტეიშვილის სატრანსფერო ფასი, Transfermarkt-ის მიხედვით, ხუთ მილიონ ევრომდე გაიზარდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის სატრანსფერო ფასი, Transfermarkt-ის მიხედვით, ხუთ მილიონ ევრომდე გაიზარდა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის სატრანსფერო ფასი ხუთ მილიონ ევრომდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით ის საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეულში შევიდა, – ასეთია ანალიტიკური საფეხბურთო პორტალის, Transfermarkt-ის შეფასება.

ოთარ კიტეიშვულის ფასი სამი მილიონი ევრო იყო, მაგრამ სეზონის ბოლოს გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რამაც მისი ტრანსფერის ღირებულება გაზარდა.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეული:

1. ხვიჩა კვარაცხელია – 80 მილიონი ევრო

2. გიორგი მამარდაშვილი – 35 მილიონი ევრო

3. გიორგი მიქაუტაძე – 9 მილიონი ევრო

4. ოთარ კიტეიშვილი – 5 მილიონი ევრო

5. ირაკლი აზაროვი – 3.5 მილიონი ევრო