ოთარ კიტეიშვილი ტურის სიმბოლურშია [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი ავტორიტეტულმა საერთაშორისო პორტალმა „სოფა სქორმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა, გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული ოთარ კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა და შესანიშნავი საგოლე გადაცემა მიითვალა.

საერთაშორისო პორტალმა 26 წლის ქართველის თამაში 10-ქულიან სისტემაში 8.0-ით შეაფასა. კიტეიშვილმა თამაშის დროს ანგარიშზე ჩაიწერა ბურთთან 66 შეხება, 3 საკვანძო გადაცემა და 5-დან 4 წარმატებული დრიბლინგი.

კიტეიშვილის გადაცემა გენიალური იყო“ – ასე შეაფასა მატჩის კომენტატორმა ოთარ კიტეიშვილის პასი, რომელმაც გრაცის „შტურმს“ ვენის „აუსტრიასთან“ პრინციპული შეხვედრა მოაგებინა.