ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ვერ დაეხმარება #1TVSPORT

გრაცის „შტურმი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უმნიშვნელოვანეს მატჩს დანაკლისით ჩაატარებს – ავსტრიელები D ჯგუფის ლიდერს, „ატალანტას“ ბერგამოში ქართველი ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის გარეშე დაუპირისპირდებიან.

„შტურმს“ და „სპორტინგს“ 4-4 ქულა აქვთ. ჯგუფს შვიდი ქულით „ატალანტა“ ლიდერობს, რომელსაც ერთი ქულით პოლონური „რაკოვი“ ჩამორჩება.

ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და გრაცის „შტურმს“ ბოლო მატჩებში ვერ დაეხმარა, რადგან აქილევსის მყესი აქვს დაზიანებული. Geo Team-ის ცნობით, ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებში შოტლანდიასა და ესპანეთთან ნოემბრის შეხვედრებსაც გამოტოვებს.

„შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა კი განაცხადა, რომ, ტრავმის მიუხედავად, ოთარი გუნდს იტალიაში გაჰყვება: „ოთარ კიტეიშვილი ჩვენი გუნდის საკვანძო მოთამაშეა. სამწუხაროდ, ის ამჯერადაც ვერ ითამაშებს, მაგრამ ბერგამოში გუნდთან ერთად იქნება. მან აქილევსის მყესის ტრავმა ვერ მოირჩინა იმ დონემდე, რომ სათამაშოდ მზად იყოს. კიტეიშვილი „შტურმისთვის“ საკვანძო მოთამაშეა და სურს, იყოს იტალიაში, რათა გუნდს მხარი დაუჭიროს“.