ოთარ კიტეიშვილი რეგულარული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეული თერთმეტეული ავტორიტეტულმა გამოცემა „კიკერმა“ დაასახელა.
საქმე ისაა, რომ ავსტრიაში 22 ტური ჩატარდა და ამით 2025/26 წლების ბუნდესლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ 38 ქულით გათამაშების ლიდერია და ახლა გუნდი ბრძოლას საჩემპიონო ექვსეულში განაგრძობს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ნახევარმცველი სეზონის მსვლელობის დროს სამჯერ დაშავდა და ამის გამო ხუთი მატჩი გამოტოვა, 19 მატჩში ანგარიშზე 10 გოლი და 3 საგოლე პასი ჩაიწერა და ელიას ჰაველთან („ჰარტბერგი“) ერთად ბომბარდირთა სიას ლიდერობს.