ოთარ კიტეიშვილი „ლინცთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა. საქართველოსა ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ორმა ანალიტიკურმა პორტალმა გამოარჩია.
ჩემპიონობისთვის მებრძოლმა „შტურმმა“ მეტოქე სტუმრად 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრის 48-ე წუთზე გაიტანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
„ამ ფეხბურთელს ადვილად შეუძლია ერთი-ერთზე ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში“, – ასე შეაფასა გრაცის „შტურმის“ ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ფეხბურთელის გამოსვლა.
კიტეიშვილს 8.0 ქულა დაუწერა საერთაშორისო ანალიტიკურმა პლატფორმამ, Sofascore-მა და „ჯვაროსნების“ ერთ-ერთი ლიდერი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ანალოგიურად შეფასა ქართველის თამაში Flashscore-მა.