ოთარ კიტეიშვილი - ესპანეთთან მძიმე მარცხის შემდეგ ბევრ რამეს სხვა კუთხით შევხედეთ #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - ესპანეთთან მძიმე მარცხის შემდეგ ბევრ რამეს სხვა კუთხით შევხედეთ #1TVSPORT

ნორვეგიასთან ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩამდე, „ულევაალის“ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე მედიასთან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა განაცხადა, რომ ესპანეთთან მარცხი გუნდისთვის დასაფიქრებელი იყო.

„ნორვეგიასთან ბათუმში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებული თამაში გველის. ახლა მეტოქეა მასპინძელი, ჩვენ კი, სამი დღის წინ მძიმე და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი მარცხი ვიწვნიეთ.

აუცილებელია გამოვავლინოთ ხასიათი, ვაჩვენოთ ჩვენი სულისკვეთება და ვითამაშოთ საუკეთესო თამაში ამ შესარჩევ ციკლში. ესპანეთთან მძიმე მარცხის შემდეგ ბევრ რამეს სხვა კუთხით შევხედეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება, ასეთი მარცხის შემდეგ თავს როგორ წარმოვაჩენთ.

ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათთვის მომდევნო მატჩი დიდი გამოცდილება იქნება. დარწმუნებული ვარ, ხვალ სრულიად განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს იხილავთ“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

ნორვეგიის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.