ოთარ კიტეიშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსთან მატჩისთვის ჩვენი ფეხბურთელები ფორმაში იქნებიან
ოთარ კიტეიშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსთან მატჩისთვის ჩვენი ფეხბურთელები ფორმაში იქნებიან

„გოლი ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ გუნდს ძალიან რთული პერიოდი აქვს. ფაქტობრივად, ყველა თამაში წავაგეთ და წარუმატებლობის გამო ეს სიხარული უფერულდება“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს პირველ არხთან თავისი ბოლოდროინდელი გამოსვლა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გრაცის „შტურმში“ უკანასკნელი მატჩები წარმატებით ჩაატარა და ზედიზედ მეორე ტურია, ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერ გუნდებთან გოლები გააქვს. კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში თავი ვენის „რაპიდთან“ (2:3) გამოიჩინა, ხოლო 31-ე ტურში ზალცბურგში ლიდერ „რედ ბულთან“ (2:5), სადაც გრაცის გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ოთარ კიტეიშვილის თქმით, პანდემიის შემდეგ გუნდი ძალიან დამღლელი გრაფიკით თამაშობს.

„ერთ თვეში 10 მატჩის ჩატარება მოგვიხდა, რაც ძალიან ძნელია. თამაში ყოველ მესამე-მეოთხე დღეს გვიწევს. ფიზიკური თვალსაზრისითაც განსაკუთრებით რთული ბოლო შეხვედრები აღმოჩნდა. თანაც, სულ შეუცვლელად ვთამაშობ. დაღლილობას განსაკუთრებით ბოლო თამაშებში ვგრძნობდი. თუმცა, მჭდრო სათამაშო გრაფიკიდან გამომდინარე ეს გასაკვირი არ არის“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა კომენტარი ერთა ლიგაზე ბელარუსთან მოახლოებულ შეხვედარზეც გააკეთა. როგორც ცნობილია, უეფა-ს ბოლოს აღმასკომზე სხვადასხვა ტურნირის კალენდარი დაადგინეს და გადაწყდა, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩები, მათ შორის, საქართველო-ბელარუსი, 8 ოქტომბერს გაიმართება.

„შეხვედრა ოქტომბერშია და დიდი ალბათობით, ამ დროისთვის ყველა ჩემპიონატი დაწყებული იქნება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ დრომდე ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში შესვლას მოახერხებენ. იმედია, რომ ბელარუსთან მატჩზე გულშემატკივარს დაუშვებენ, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – აცხადებს კიტეიშვილი.