ოთარ კიტეიშვილი - ჩვენი საქმე ბოლომდეა მისაყვანი #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - ჩვენი საქმე ბოლომდეა მისაყვანი #1TVSPORT

დინამო არენაზე“ ბულგარეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციას ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც მოახლოებულ შეხვედრასა და გუნდში არსებულ განწყობაზე აუბრა.

„ბულგარელებს ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატო ნედელევისა და მთლიანად ბულგარული დელეგაციის მისამარით.

ხანგრძლივი პერიოდი გამიცდა, შემდეგ ისევ გამიმეორდა. ჯერ ვერ ვიტყვი, მზად ვარ თუ არა სრულად სათამაშოდ, მაგრამ ყოველდღიურად ვშრომობ, რომ ფორმაში შევიდე და საუეკთესო მდგომარეობა მაქსიმალურად მალე აღვიდგინო.

გუნდში საუეკთესო განწყობაა, რადგან ბოლო სამი მატჩი მოვიგეთ, 9 ქულა გვაქვს, ფავორიტად მივიჩნევით, მაგრამ ჩვენი საქმე ბოლომდეა მისაყვანი, რომ ხვალ ბულგარეთთან მოვიგოთ და ჯგუფში პირველი ადგილი გავინაღდოთ. ხვალ ჩვენი გულშემატკივრების დიდი იმედიც გვაქვს“.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას გამართავს და ივნისის სანაკრებო მატჩების ურთულეს სერიას დაასრულებს. საქართველო-ბულგარეთის ნაკრებების შეხვედრას 20:00 საათზე საქართელოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.