ოთარ კიტეიშვილი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ვერ ითამაშებს – საქართველოს ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა #1TVSPORT

22:16, 03.10.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა, სადაც ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

გუნდში დანაკლისია. ცნობილი გახდა, რომ მომდევნო შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველი უნგრელებთან მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში დაშავდა და 50-ე წუთზე იგი შეცვალეს.

საქართველოს ნაკრები 4 ოქტომბერს ბელფასტში, „უინდზორ პარკის“ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს ჩაატარებს. მანამდე კი გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე პრესკონფერენციას გამართავს.

მსგავსი