ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის თასის მოგებას გამოეხმაურა [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის თასის მოგებას გამოეხმაურა [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში ავსტრიის თასის მფლობელი გახდა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„განსაკუთრებული საღამო, განსაკუთრებული ემოციები“, – მოკლე კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი წარმატებას.

გრაცის „შტურმმა“ ფინალში ვენის „რაპიდი“ 2:0 დაამარცხა და ტიტული ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. დაჯილდოების დროს კიტეიშვილი „შტურმის“ ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც წარმატება საკუთარი ქვეყნის დროშით აღნიშნა.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ კლუბში 2018 წელს გადავიდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი (2015/16), საქართველოს თასისა (2015, 2016) და სუპერთასის (2015) გამარჯვებული გახდა, გრაცის „შტურმში“ მოპოვებული თასი კი მისი პირველი ავსტრიული ტიტულია.