ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეულები ლიგის ოფიციალურმა გვერდმა, „ადმირალ ბუნდესლიგამ“ გამოავლინა.
სიმბოლურ გუნდში ექვსი მოთამაშე ლასკ-იდანაა, რომელიც ავსტრიის ჩემპიონი 61-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, ვიცე-ჩემპიონ გრაცის „შტურმიდან“ საუკეთესოთა შორის მხოლოდ ოთარ კიტეიშვილი მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილი დასრულებული სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.