ოთარ კახიძე - თუ შეეცდებიან, რომ პოლიტიკური რეპრესიები შეახონ ყველას, ეს არის ძალიან მძიმე გზა, ეს არის დიქტატორების გზა
ოთარ კახიძე - თუ შეეცდებიან, რომ პოლიტიკური რეპრესიები შეახონ ყველას, ეს არის ძალიან მძიმე გზა, ეს არის დიქტატორების გზა

თუ შეეცდებიან, რომ პოლიტიკური რეპრესიები შეახონ ყველას, ეს არის ძალიან მძიმე გზა, ეს არის დიქტატორების გზა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ. ამით ის „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ პროკურატურაშია დაბარებული.

„ივანიშვილის „ქართული ოცნება“ შვიდწლიანი მმართველობის კრახის ბოლოს ცდილობს, რომ ამ გაკოტრებულ რეჟიმში მაქსიმალურად შეზღუდოს კრიტიკული აზრი. ეს არის სრულიად უნაყოფო მცდელობა. მინდა, მოვუწოდო, თუ ვინმეს საღი აზრი შერჩენია ივანიშვილის ირგვლივ, გააფრთხილოს მათი ლიდერი, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებენ თუ ამ გზაზე წავლენ ბოლომდე.

თუ შეეცდებიან, რომ პოლიტიკური რეპრესიები შეახონ ყველას, ეს არის ძალიან მძიმე გზა, ეს არის დიქტატორების გზა. ამ გზაზე გამორიცხულია, რომ ვინმემ წარმატებას მიაღწიოს, რომელიმე ხელისუფალმა. ეს მცდელობა იქნება უნაყოფო, ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული არის გარდაუვალი და ეს ყველაფერი გაფორმდება საპარლამენტო არჩევნებზე“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.