ოთარ კახიძე - ჩვენ არ ვართ რუსეთზე სანქციების მოთხოვნის ნაწილში უკრაინის მხარდამხარ და უნდა ვიყოთ ამ დღის წესრიგში
ოთარ კახიძე - ჩვენ არ ვართ რუსეთზე სანქციების მოთხოვნის ნაწილში უკრაინის მხარდამხარ და უნდა ვიყოთ ამ დღის წესრიგში

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საქართველო არ არის და უნდა იყოს რუსეთზე დადებული სანქციების ნაწილი. ამის შესახებ კახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„ქართული ოცნება“ ატარებს უთავმოყვარეო და უპრინციპო პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. ჩვენ არ ვართ სანქციების მოთხოვნის ნაწილში უკრაინის მხარდამხარ. საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხი არის უკანა პლანზე გადაწეული. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით. დასავლური წნეხი არის ყველაზე ქმედითი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ რუსეთის წინააღდეგ შედეგი უნდა დაგვადებინოს. ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანადგომა არის გასაღები ამ პრობლემის მოგვარების და ნატო-ში ინტეგრაცია. ამ კუთხით ნაბიჯები არ იდგმება. მთავარი აქცენტი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქტუალიზაცია უნდა მოახდინოს ჩვენი პრობლემების. როგორც არის სანქციები დადებული რუსეთის ფედერაციაზე, ძალიან მტკივნეული სანქციები, რომელის მოხსნასაც ითხოვს პუტინი, რადგან სერიოზულ დისკომფორტს უქმნის – ამის ნაწილი საქართველო არ არის და უნდა იყოს ამის ნაწილი. ჩვენ უკრაინის მხარდამხარ უნდა ვიყოთ ამ დღის წესრიგში. ამ დღის წესრიგში არ ვართ, რადგან გავრილოვის ხელისუფლება გვყავს სამწუხაროდ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.