ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ შინ „ლეგნიცა“ ვერ დაამარცხა - ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა #1TVSPORT
ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ შინ „ლეგნიცა“ ვერ დაამარცხა - ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა #1TVSPORT

პოლონეთის ჩემპიონატის (ექსტრაკლასა) 30-ე ტურში „კრაკოვია“ საკუთარ მოედანზე „ლეგნიცას“ შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა. „კრაკოვიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელიც თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო – საფეხბურთო ვებგვერდმა „ფლეშსქორმა“ კრაკოველებში საუკეთესო შეფასება (7,4) ქართველ მცველს და იაპონელ ნახევარმცველს, ტაკუტო ოშიმას დაუწერა.

„კრაკოვიამ“ მატჩი კარგად ვერ დაიწყო – ანგარიში სტუმრებმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გახსნეს. მასპინძლებმა წონასწორობა 69-ე წუთზე აღადგინეს – გოლი ევგენი კონოპლიანკამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

„კრაკოვია“ 42 ქულით ექსტრაკლასას სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და ევროთასებზე მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს – სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე კაკაბაძის გუნდი მეოთხეადგილოსან პოზნანის „ლეხს“ (სადაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ) შვიდი ქულით ჩამორჩება.