ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT
ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა „კრაკოვიას“ რიგებში, რომელიც გათამაშების ლიდერს, „იაგიელონიას“ ესტუმრა და მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა – 3:1.

ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, პირველი საგოლე შეტევა განავითარა და ორჯერ მისი შორეული დარტყმის შემდეგ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა. საბოლოოდ, ქართველმა მცველმა მაღალი შეფასება, 7.5 ქულა მიიღო.

თუმცა, შეხვედრა „იაგელონიასთვის“ შესანიშნავად დაიწყო. მასპინძლები მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. მე-16 წუთზე ისინი უმცირესობაში დარჩნენ, შემდეგ პენალტიც ვერ გამოიყენეს და ამით „კრაკოვიამ“ ისარგებლა.

„კრაკოვიამ“ 28 ტურის შემდეგ 32 ქულა დააგროვა და პოლონეთის „ექსტრაკლასაში“ მე-12 პოზიციაზეა. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე კაკაბაძის გუნდმა გასავარდნთა ზონასთან უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა.