ოთარ კაკაბაძემ პოლონეთში გაიტანა, „კრაკოვიამ“ ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და „კრაკოვიას“ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერის, ზაბჟეს „გორნიკის“ დამარცხებაში დაეხმარა – 5:0.

პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში საქართველოს ნაკრების მცველი „კრაკოვიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, გოლი გაიტანა და ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის მეორე შეფასება – 8,3 ქულა დაიმსახურა.

„კრაკოვიამ“ თამაში დამაჯერებლად ჩაატარა. კრაკოველებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. ოთარ კაკაბაძემ თავი 53-ე წუთზე გამოიჩინა. მეტოქის მცველმა ბურთი ვერ მოიგერია, რითიც კარგად ისარგებლა ქართველმა ფეხბურთელმა და მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

31 ტურის შემდეგ „კრაკოვიამ“ 36 ქულა დააგროვა, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე აუტსაიდერთა ზონას 5 ქულით დაშორდა და მე-12 ადგილზე დაწინაურდა.