ოთარ კაკაბაძე - გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, ნაკრებისთვის მზად ვიქნები
ოთარ კაკაბაძე - გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, ნაკრებისთვის მზად ვიქნები

საქართველოს ნაკრებისა და შვეიცარიული „ლუცერნის“ ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ საშუალებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ამ ქალაქში დაინფიცირების დიდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ სხვა ქალაქებში ცუდი მდგომარეობაა. ამის გამოა, რომ ყველა სპორტული ღონისძიება, რომელსაც 1000 ადამიანზე მეტი ესწრება, 1 აპრილამდე გადადიდო. თუ მალე არ მოგვარდა სიტუაცია, ველოდებით, რომ სეზონი საერთოდ შეწყდება.

რაც შეეხება ნაკრებს, სამწუხაროა, რომ იმ თამაშის ჩატარება, რომელსაც ყველანი ველით, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. იმედია, ჩვენი მთავრობა, უეფა და ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს.

პირადად კარგად ვარ, დავიწყე გუნდთან ერთად ვარჯიში და ვცდილობ, მზად ვიყო ჩვენი ნაკრებისთვის და ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისთვის“, – აცხადებს კაკაბაძე.