ოთარ კაკაბაძე - გათვითცნობიერებული გვაქვს, რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყნისთვის #1TVSPORT
ოთარ კაკაბაძე - გათვითცნობიერებული გვაქვს, რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყნისთვის #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე გუნდის მთავარ მწვრთნელთან ერთად იყო საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე და კომენტარი „ჯვაროსნებში“ არსებულ განწყობაზე გააკეთა.

„მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ მატჩს, ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, საბერძნეთთან რა დიდი მნიშვნელობის შეხვედრა გველის.

ისიც კარგად გვესმის, რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყნისთვის. ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის და მოტივირებულები ვართ“, – ამბობს ოთარ კაკაბაძე.