ოთარ გოშაძე - „ომონიასთან“ გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს და მოტივაციაც გაორმაგებულია #1TVSPORT
ოთარ გოშაძე - „ომონიასთან“ გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს და მოტივაციაც გაორმაგებულია #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარემ, ოთარ გოშაძემ კვიპროსულ „ომონიასთანკონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაზე ისაუბრა.

„გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა. იმედი მაქვს, სტადიონი ბოლომდე გაივსება, რადგან გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს და ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ვეცდებით, ჩვენი თამაშით გულშემატკივარი გავახაროთ. ასეთი მნიშვნელობის მატჩს საკუთარ სტადიონზე ვატარებთ და მოტივაციაც გაორმაგებულია“, – ამბობს ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე.

„ტორპედოსა“ და „ომონიის“ მატჩამდე 4 საათით ადრე ბილეთების 90 პროცენტი გაიყიდა. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.