ოთარ გაბელია - ფეხბურთელებმა ეს შანსი უნდა გამოიყენონ და საშვილიშვილო საქმე გააკეთონ
ოთარ გაბელია - ფეხბურთელებმა ეს შანსი უნდა გამოიყენონ და საშვილიშვილო საქმე გააკეთონ
ოთარ გაბელია საქართველოს პირველ არხთან უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის წილისყრის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი აქვს.
 
„ფეხბურთელებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ და საშვილიშვილო საქმე გააკეთონ – წილისყრის შედეგად ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მშვენიერი შანსი გაგვიჩნდა, რომლის მსგავსიც დამოუკიდებლობის პერიოდში არ გვქონია და ვინ იცის, კიდევ როდის მოგვეცემა. საამისოდ კი, ჯერ ბელარუსი დავამარცხოთ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ოქროს თაობის თბილისის „დინამოს“ ვეტერანი მეკარე.
D ლიგის ნახევარფინალში საქართველო ბელორუსს 26 მ,არტს თბილისშ უმასპინძლებს, წყვილის გამარჯვებული კი ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის საუკეთესო საკუთარ მოედანზე მიიღებს. საბოლოოდ, D ლიგის გამარჯვებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.