ოსტინ რივერსი მსაჯს მამამისისთვის ტექნიკური ჯარიმის მიცემას სთხოვდა (ვიდეო)
ოსტინ რივერსი მსაჯს მამამისისთვის ტექნიკური ჯარიმის მიცემას სთხოვდა (ვიდეო)

„ჰიუსტონისა“ და „კლიპერსის“ დღევანდელი დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ლოსანჯელესელებს საკმაოდ დიდი უპირატესობის აღმოფხვრა მოუწიათ, თუმცა დოკ რივერსის გუნდმა ამ ამოცანას ბოლო პერიოდში თავი გაართვა.

შეხვედრის ფინიში საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ „როკეთსის“ გამარჯვებით დასრულდა. ტეხასური გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი ჯეიმს ჰარდენმა შეიტანა, რომელმაც 47 ქულა დააგროვა. მატჩის უკანასკნელ პერიოდში „კლიპერსის“ მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. სანამ დოკი მსაჯს ეკამათებოდა მისი შვილი ოსტინი, რომელიც „ჰიუსტონის“ ღირსებას იცავს, იქვე იდგა და მეორე მსაჯს მამისთვის ტექნიკური ჯარიმის მიცემას თხოვდა. ამ ყველაფერმა ისედაც გაღიზიანებული დოკი კიდევ უფრო გააბრაზა. საბოლოოდ რივერსი მსაჯებმა მოედნიდან გააძევეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსტინ რივერსი ამ შემთხვევას საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.